+(995) 597 61 58 58

info@greencolor.ge

გ.შატბერაშვილის 12

თბილისი, საქართველოო

მინიმალიზმი ინტერიერში – როგორ შევქმნათ ჰარმონია

ყველა ჩვენთაგანს სურს სახლში კომფორტული და მშიდი გარემოს შექმნა, მინიმალიზმი ინტერიერში სწორედ ის გადაწყვეტილებაა, რომელიც ადამიანისთვის სტრესული სამყაროდან გაქცევის საშუალებას იძლევა, რადგან ყველა ნივთი თუ ავეჯი სრულ თანხვედრაშია, შესაბამისად  თამამად შეიძლება ითქვას, რომ მინიმალისტური ინტერიერი, ჰარმონიის შექმნის უბადლო მიმართულებაა.

ფერთა გამა, ძირითად შემთხვევაში ინტერიერში ჭარბობს თეთრი ფერი თუმცა ასევე შეგვიძლია გამოვიყენოთ ღია ნაცრისფერი, სპილოს ძვლისფერი , კრემისფერი და ჩალისფერი ანუ მქრთალი პასტელური ფერები.  

მინიმალიზმის სტილი არის დიზაინის მიდგომა, რომელიც ხასიათდება დეკორირების სიმკაცრით და ლაკონიზმით ამასთანავე არუნდა იყოს მოსაბეზრებელი ამიტომ  გამოიყენოთ ხე, მინის ჭურჭელი და სხვადასხვა ქსოვილები, ასევე შეგიძლიათ ინტერიერში შემოიტანოთ დეკორის სახით ნაცრისფერი ან კრემისფერი ქვა, კიდევ ერთი გასათვალისწინებელი შტრიხი მინიმალისტურ ინტერიერში არის ავეჯის სიმცირე და სივრცის სწორად გაყოფა ეცადეთ მთავარი აქცენტი ეთმობოდეს ხელოვნების ნიმუშებს , ნივთები სივრცესთან მიმართებაში სრულ თანხვედრაში უნდა მოდიოდეს თითქოს და ერთმანეთს ესაუბრებიან.

 მიმზიდველი მინიმალისტური ინტერიერის შესაქმნელად შესანიშნავი გზაა დეკორი.

ამასთანავე აქცენტირება გავაკეთოთ განათებაზე სწორად არჩეული და დაგეგმილი განათებით  იქმნება მეტი ბრწყინვალება და გასაოცარი ჩრდილები.