+(995) 597 61 58 58

info@greencolor.ge

გ.შატბერაშვილის 12

თბილისი, საქართველოო

2020 წლის ინტერიერის ფერადი ტრენდები

ფერები მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ინტერიერის დიზაინში , თითოეულ ფერს შეუძლია სრულიად გარდაქმნას ოთახი და შექმნას განწყობა.
ინტერიერის ფერის დიზაინი ეყრდნომა მოდის ტენდენციებს, მოდის ტენდენციები კი მილანში იბადება.

შამპანურის ფერი 2020წლის ერთ-ერთი გამორჩეული ტენდენციაა, კრემისფერი ფერი ამშვიდებს გარემოს და მას მატებს სითბოს.
ეს ფერი საშუალებას გვაძლევს დამატებით ინტერიერში შემოვიტანოთ მეტალის ოქროსფერი და ვერცხლისფერი აქესუარები ასევე ფერთა გამის გასამდიდრებლად შეგიძლიათ შემოიტანოთ მუქი ლურჯი ტონალობა, მოცემულიტონალობები კიდევ უფრო მეტ სიმყუდროვეს და საოცარ სინთესს ქმნის.

ასევე წლის ტრენდულ ფერად სახელდება ყვითელი, ბედნიერების ფერი თუმცა ამ ტონალობით მთლიანად ოთახის დატვირთვა არ არის რეკომენდირებული.
რაც შეეხება მომდევნო ფერს ეს არის ღია მწვანე ზედისხილის ფერი, ჩვენ შეგვიძლია მოცემული ფერით შიდა კედლები დავტვირთოთ.

2020 წლის ტრენდებში ასევე დომინირებს ღია ვარდისფერი,შეიძლება ითქვას იგი გამაგრილებელი ეფექტის მომცემია ინტერიერის დიზაინში.
და ბოლოს მანგოს ფერი თამამი გადაწყვეტილებებისათვის, მეტი ხალისისათვის და ერეგიულობის მისაღწევად სწორედ ეს ტონალობა შეგიძლიათ გამოიყენოთ.