Design

თანამედროვე ბინის ინტერიერის დიზაინი და დაგეგმარება

დიზაინის კალკულატორი

⚠️ ხელმისაწვდომია მხოლოდ სპეციფიკაციის არჩევისას
ჯამური ღირებულება0 ₾
დიზაინის ფასი0 $
ზედამხედველობის ვადა0 თვე
ზედამხედველობის ფასი0 ₾
📐 გეგმარება: 3 ვარიანტი
🖼️ ვიზუალიზაცია: 3D რენდერები
📋 ნახაზები: სრული პაკეტი
🛒 მასალები: სპეციფიკაციები
💼 კონტროლი: მონიტორინგი
🤝 კონსულტაცია: მუდმივი

ხშირად დასმული კითხვები

ყველაფერი, რაც უნდა იცოდეთ ინტერიერის დიზაინის დაგეგმარებაზე

ინტერიერის დიზაინის ღირებულება დამოკიდებულია ობიექტის (ბინა, ოფისი თუ კერძო სახლი) ჯამურ ფართობზე და არჩეულ მომსახურების პაკეტზე. რაც უფრო დიდია კვადრატულობა, 1 მ²-ის ფასი მით უფრო კლებულობს. ფასზე ასევე პირდაპირ მოქმედებს, გსურთ მხოლოდ ვიზუალური ნაწილი თუ სრული ტექნიკური სპეციფიკაცია.
სპეციფიკაციის გარეშე პაკეტი მოიცავს სივრცის გეგმარებასა და 3D ვიზუალიზაციას. სრული პაკეტი (სპეციფიკაციით) კი დამატებით შეიცავს სრულ ტექნიკურ დოკუმენტაციას: ელექტროობისა და სანტექნიკის დაქსელვის ნახაზებს, ჭერისა და იატაკის გეგმებს, ასევე გამოსაყენებელი მასალებისა და ავეჯის ზუსტ ჩამონათვალს შესაბამისი ბმულებით.
საავტორო ზედამხედველობა გულისხმობს დიზაინერის მიერ სარემონტო სამუშაოების პროცესის კონტროლს. იმისათვის, რომ ჩვენმა გუნდმა ხელოსნების შესრულებული სამუშაოს სისწორე შეამოწმოს, აუცილებელია ობიექტზე არსებობდეს წინასწარ გაწერილი ზუსტი ტექნიკური ნახაზები (სპეციფიკაცია).
არა, მოცემული კალკულატორი ითვლის მხოლოდ ინტერიერის დიზაინის პროექტის შექმნისა და დიზაინერის მხრიდან საავტორო ზედამხედველობის ღირებულებას. უშუალოდ სარემონტო სამუშაოებისა და მასალების ხარჯების გამოსათვლელად, გთხოვთ, ისარგებლოთ „მწვანე ფერის“ რემონტის ხარჯთაღრიცხვის კალკულატორით.
საავტორო ზედამხედველობის დროს პროექტის ავტორი პერიოდულად გადის ობიექტზე, რათა უზრუნველყოს რემონტის ზუსტი შესაბამისობა დამტკიცებულ დიზაინთან. ზედამხედველობის ხანგრძლივობა დამოკიდებულია ფართობზე და, როგორც წესი, 3-დან 6 თვემდე გრძელდება (უშუალოდ სარემონტო პროცესის პარალელურად).