+(995) 597 61 58 58

info@greencolor.ge

გ.შატბერაშვილის 12

თბილისი, საქართველოო

თანამედროვე და ვინტაჟური სტილის შერწყმა

ვინტაჟური სტილი გასული ეპოქის მოდური მიმდინარეობაა .

ვინტაჟური სტილის  სიძველე 50-20 წლებს შორის მერყეობს და გულისხმობს იმ პერიოდში შექმნილ მოდური ტენდენციების გათვალისწინებით  შექმნილ ნივთსა თუ ავეჯს.

ძველებური ნივთები დროს უნიკალური უხილავი  ძაფით  უკავშირდება, ამიტომ მათ  ინტერიერში სითბო და სიმყუდროვე შემოაქვს.

დღეს ვინტაჟური სტილი დიდი პოპულარულობით სარგებლობს და უმეტეს ამ სტილს დახვეწილი ადამიანები ირჩევენ. 

 თუ თქვენც გსურთ სახლის ვინტაჟური სტილით დატვირთვა ეს შესაძლებელია ,რადგან თითქმის ყველა ოჯახში  არის ასეთი ნივთები , რომლებიც თავისუფლად შეიძლება გამოვიყენოთ ამ სტილის ინტერიერის შესაქმნელად მთავარია რომ ინტერიერი დეტალებით ისე არ გადატვირთოდ რომ ნივთებმა მომხიბლავობა დაკარგოს.

 ვინტაჟური ინტერიერისათვის დამახასიათებელია ყველანაირი მასალების შერწყმა ამასთანავე მისი ძირითადი შტრიხი ტუმბოები, წიგნის თაროები თუ სხვადასხვა სათავსოების, გახუნებული და დაძველებული იერსახეა, ასევე ნუ შეუშინდებით პასტელური ფერების გამოყენებას რადგან ხის ფერ ავეჯთან მიმართებაში საოცარ კომბინაციას ქმნის.

რაც შეეხება დეკორატიულ ნივთებს , თუ გაქვთ ფირსაკრავი, თქვენს ინტერიერს მეტად დაამშვენებს, ამასთანავე მრავალი საშუალებაა იმისათვის რომ მეტად დატვირთოდ სივრცე სხვადასხვა ნივთებით როგორიცაა წიგნები, მცენარეები,ნახატებით და დიდი ლამაზი სარკეებით.

მერწმუნეთ ეს მიმდინარეობა თქვენს ბინაში  ნებისმიერი ასაკისა და ხასიათის ადამიანს მოხიბლავს.