რამდენიმე რჩევა ლოფტის ტიპის ინტერიერის მოსაწყობად
ლოფტის სტილი, ბოლო პერიოდში დიდი პოპულარობით სარგებლობს.თავდაპირველად ლოფტის სტილი დიზაინერულ დატვირთვას არ ატარებდა , ეკონომიური კრიზისიდან გამომდინარე მოხდა მისი ათვისება, როდესაც ამერიკაში მოსახლეობამ ბინა დაიდო ფაბრიკებსა და საწყობებში აქედან გამომდინარე მივიღეთ ის რაც დღეს ასე მოგვწონს.
დღეს დღეისობით კი შეგიძლიათ თქვენს ჩვეულებრივ კორპუსის ბინაში, მანსარდსა თუ კერძო სახლშიც ლოფტის ეფექტის მიღება სწორედ მოცემულ სტატიაში იხილავთ ისეთ მთავარ შტრიხებს და მიმართულებებს რაც ძალიან გაგიიოლებთ სასურველი ეფექტის მიღებას.
ლოფტის ტიპის ინტერიერი დატვირთულია სიძველის ეფექტით როგორიცაა აგურის კედლები , მეტალის გაყვანილობები და ხის პანელები, თუმცა თუ გხიბლავთ ნათელი ფერები შეგიძლიათ სივრცე პასტელური ფერებით დატვირთოთ.
როგორც ზემოთ ავღნიშნეთ აგურის კედლები მთავარი მახასიათებელია ამ სტილისთვის, ამ ეფექტს კი მოსაპირკეთებელი აგურითაც მიიღებთ , რაც შეეხება მეტალს ძირითადად გამოიყენეთ შავი ან ბრონზეს ფერი მეტალის ჭაღები , ავეჯი კი ხის ელემენტებით დატვირთეთ ასევე დაძველების ეფექტით და ბოლო სრულყოფილი ეფექტის მისაღებად გამოიყენეთ ტყავის სავარძლები და დივნები, რაც შეეხება განათებას როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, დაკიდული შავი მეტალის ჭაღი ძალიან ლამაზია და განსაკუთრებულად უხდება გარემოს , ასევე უმნიშვნელოვანესი ელემენტია ტორშერი და მაგიდის სანათი, ახლა კი გადავიდეთ დეკორაციაზე ეს სტილისთვის მნიშვნელოვანია , შემატეთ თქვენს სივრცეს ნახატები, წიგნები და რაც მთავარია ოთახის მცენარეები, დამერწმუნედ ეს მეტად საინტერესოს და სასიამოვნოს გახდის თქვენს ყოველდღიურობას.