+(995) 597 61 58 58

info@greencolor.ge

გ.შატბერაშვილის 12

თბილისი, საქართველოო

როგორ გადავახალისოთ გაზაფხულზე ინტერიერი

გაზაფხულზე ყველა ჩვენგანს ეუფლება ცვლილებების სურვილი, ჩვენში იმატებს შემართების გრძნობა , ვანახლებთ გარდერობს, ვისახავთ მიზნებს ჩვენ კი ამყველაფერთან ერთად ძალიან მარტივად შეგვიძლია შევცვალოთ გარემო რომელშიც ვცხოვრობთ.

პირველ ქმედება იქნება ასეთი , ყველა ნივთი რომელიც ზამთრის ასოციაციას  გვიტოვებს მოვაშოროთ  თვალთახედვიდან შემდეგი ეტაპი გაზაფხულის ფერების შემოტანას ეთმობა , ინტერიერი დავტვირთოდ თხელი პლედებითა და ბალიშებით ასევე შეგიძლიათ შემატოთ ფერადი ვაზები და სხვადასხვა აქსესუარები.  

გაზაფხულის სავიზიტო ბარათი ბუნებრივი ყვავილებია, მათ სახლში  საოცარი სურნელის დატრიალების ძალა შესწევთ, მეტი სიახლის მისაღებათ შეგიძლიათ მათი ფერად ქოთნებში განთავსება. 

ინტერიერის დამატებით მეტად შესაცვლელად შეგიძლიათ კედლების დატვირთვა ფერადი სურათებითა და კოლაჟებით , ბოლო საფეხური კი იქნება თხელი ფერადი  ფაქტურის ფარდების განთავსება.