დაზოგე დრო, ფინანსები და ენერგია
“დაზოგე დრო, ფინანსები და ენერგია” ერთი შეხედვით ბანალური ფრაზაა, რომელიც კომპანია “მწვანე ფერი”_ს მომხმარებლებისთვის რეალობაა. ჩვენმა გუნდა შექმნა სისტემა, რომელიც რთულ სარემონტო პროცესს თქვენთვის სასიამოვნოდ აქცევს. ჩვენ ვუზრუნველყობთ:
დაზოგილ დროს
სტანდარტულად სარემონტო სამუშაოები მოითხოვს დიდ დროს. გამუდმებით პროფესიონალთა ძიებასა და კონტროლს.
სარემონტო კომპანია მწვანე ფერი გთავაზობთ თქვენი დროის ეკონომიას, ჩვენს მიერ წინასწარ დაკომპლექტებული პროფესიონალი ხელოსნების ჯგუფის გამოყოფას და მათ მომარაგება კონტროლს.
დაზოგილ ფინანსებს
სტანდარტულად რემონტი ასოცირდება გაუთვალისწინებელ ხარჯებთან, გაფლანგულ დროსთან, არასტანდარტულ ფასებთან, მოტყუებულ მომხმარებელთან და დაგვიანებულად ჩაბარებულ პროექტთან.
ჩვენ გთავაზობთ წინასწარ გაწერილ ფიქსირებულ თანხასა და ჩაბარების ზუსტ ვადებს.
წინასწარ შერჩეული და დატესტილი ოფტიმალური პროდუქციის ხარჯზე კი მაქსიმალურად შემცირებულ ფასს.
ჩვენ ვთანამშრომლობთ ბაზარზე არსებულ ყველა წარმატებულ სამშენებლო-სარემონტო მაღაზიასთან, შესაბამისად ვსარგებლობთ განსაკუთრებული შეთავაზებებით და ფასებით.
დაზოგილ ენერგიას
გადატვირთული სამუშაო გრაფიკის ფონზე დამღლელი სარემონტო სამუშაოები დიდ დროსა და ენერგიას გართმევთ. გაუთავებელი სარემონტო მასალა, ხელოსნებთან შეხვედრები, რისთვისაც მუდამ შვებულება და სამსახურიდან ადრე განთავისუფლება გიწევთ. ნაცვლად ამისა ჩვენ გთავაზობთ ჰარმონიულ სარემონტო პროცესს, რომლის დახმარებითაც თქვენს ობიექტზე მოგიწევთ მხოლოდ რამდენჯერმე მოსვლა, ისიც არასამუშაო დროს. ანდეთ საქმე პროფესიონალებს დაზოგეთ დრო ფინანსები და ენერგია.