რემონტის დაწყებისას ერთ-ერთი ყველაზე ხშირი კითხვაა: „რა ღირს მალიარკა?“. კედლების მომზადება და შეღებვა ბინის ვიზუალის 70%-ს განსაზღვრავს, ამიტომ ამ ეტაპზე დაზოგვა ხშირად ხარისხის დაკარგვას ნიშნავს. 2025 წელს სარემონტო ბაზარზე ფასები საგრძნობლად შეიცვალა.

რატომ გაძვირდა მალიარკა? (ოფიციალური სტატისტიკა)
თუ გგონიათ, რომ ფასებს მხოლოდ მასალების გაძვირება ზრდის, ცდებით. საქსტატის (Geostat) 2025 წლის მონაცემებით, სამშენებლო სექტორში ფასების დინამიკა ასეთია:
- ხელფასების ნახტომი: მშენებლობასა და რემონტზე დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასი წლიურად 16.2%-ით გაიზარდა. ეს ნიშნავს, რომ კვალიფიციური ხელოსნის შრომა დღეს ბევრად მეტი ღირს.
- მასალების სტაბილურობა: ამავე პერიოდში, სამშენებლო მასალების ფასი მხოლოდ 3.0%-ით გაიზარდა.
- საერთო ინდექსი: მშენებლობის ღირებულების ინდექსი 2022 წლის თებერვალთან შედარებით 25.2%-ითაა მომატებული.
ეს სტატისტიკა ნათლად აჩვენებს: რემონტის ბიუჯეტის ზრდა ძირითადად ხელობის ფასის მატებითაა გამოწვეული.
მონაცემები ეყრდნობა 2025 წლის ოქტომბრის ანგარიშს, საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) ოფიციალური ვებ-გვერდიდან. მშენებლობის ღირებულების ინდექსი სანახავად ეწვიეთ ლინკს
მალიარკის სამუშაოების ფასები (საშუალო საბაზრო 2025 დეკემბერი)
იმისათვის, რომ ზუსტად განსაზღვროთ ბიუჯეტი, უნდა იცოდეთ, რისგან შედგება „მალიარკა“. ქვემოთ მოცემულია საშუალო ფასები თბილისში: მალიარკის ფასი განსხვავდება ძველი რემონტის და სტანდარტული მწვანე კარკასის ბინებში ფასები :
| დასახელება | ძველი რემონტი ფასი | მწვანე კარკასი ფასი |
| მალიარკა (შპალერის გაკვრა) | 25-30 ლარი | 20-25 ლარი |
| მალიარკა (შეღებვა ფრიზელინის გაკვრით) | 25-35 ლარი | 20-30 ლარი |
| გრძივი მეტრი | 0-25 ლარი | 0-20 ლარი |
ფასზე მოლაპარაკების დროს მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ. კვადრატულ მეტრის დაანგარიშების გარდა დამატებით არის გადასახდელი თუ არა გრძივი მეტრის ფასი. ხშირია როდესაც მალიარები სამალიარო კუთხოვანის დადების თანხას (ბინაში სადაც კედლები 90 გრადუსიან გარე კუთხეებს ქმნიან საჭიროა დაედოს სამალიარო კუთხოვანა) დამატებით გრძივ მეტრაში იღებენ. ასეთ შემთხვევაში შესაძლებელია მალიარი გულისხმობდეს ფიქსირებულ ნებისმიერ თანხას 5, 10 ან 15 ლარს, ასევე შესაძლებელია ზუსტად იგივე თანხა იყოს რაც კვადრატულზე მოელაპარაკეთ.
რა ღირს მალიარკა ხელობა კვადრატულ მეტრზე ?
თაბაშირ-მუყაოს (გიფსო-კარდონი)შემთხვევაში მალიარკის ფასი:
როდესაც ჭერზე გაკრულია თაბაშირ-მუყაო (გიფსო-კარდონი) იატაკის კვადრატულობაზე დაახლოებით 3,5 – 4 ჯერ მეტია სამალიარო კვადრატულობა, რაც კვადრატულზე საშუალოდ:
ძველი რემონტის ბინაში : 120 – 180 ლარია
მწვანე კარკასის ბინაში: 100-150 ლარია.
გასაჭიმი ჭერის (ფრანგული ჭერი ან ბარისოლი) მალიარკის ფასი:
როდესაც ჭერზე გაჭიმულია გასაჭიმი ჭერი, ჭერს შეღებვა აღარ ჭირდება რაც ამცირებს მალიაკის ფასს , ერთ კვადრატულ მეტრზე. ასეთ შემთხვევაში ბინის იატაკის კვადრატულობაზე, სამალიარო კვადრატულობა 2,5-3 ჯერ მეტია, რაც კვადრატულზე საშუალოდ:
ძველი რემონტის ბინაში : 100 – 150 ლარია
მწვანე კარკასის ბინაში: 80-130 ლარია.
რა ახდენს გავლენას მალიარკის ფასზე ?

- კედლების მდგომარეობა: ძველ აშენებულ ბინებში კედლების გასწორება (ლესვა) ხშირად აუცილებელია, რაც ხარჯს ზრდის.
- განათება: თუ ბინაში აყენებთ თანამედროვე განათებას, რომელიც კედელს გვერდიდან ანათებს, გჭირდებათ ე.წ. Q4 ხარისხის დაშპაკვლა, რაც ჩვეულებრივზე 30-40%-ით ძვირია.
- მასალის ხარისხი: დაბალი ხარისხის საღებავი ხშირად 3 პირს საჭიროებს, რაც ხელობის ხარჯსაც ზრდის.
როგორ დავზოგოთ და დავთვალოთ სწორად?
ფასების მუდმივი ცვლილების გამო, რთულია ბიუჯეტის ზეპირად განსაზღვრა. სწორედ ამისთვის შეიქმნა greencolor.ge. ჩვენი პლატფორმა საშუალებას გაძლევთ, რამდენიმე წამში გამოთვალოთ მალიარკის და რემონტის სხვა ეტაპების ზუსტი ხარჯი მიმდინარე საბაზრო ფასების გათვალისწინებით, ჩვენი გუნდი ყოველკვიურეულად ფასების მონიტორინგს უწევს. თუ რემონტს გეგმავთ დათვალეთ რემონტის ფასები ჩვენი რემონტის კალკულატორით

