Table of Contents

    მარტივი იდეები პატარა აივნის მოსაწყობად

    მარტივი იდეები პატარა აივნის  მოსაწყობად

    ჩვენ გთავაზობთ იდეებს თუ როგორ შექმნათ მყუდრო და ლამაზი გარემო თქვენს აივანზე, თუ თქვენ გაქვთ პატარა ზომის აივანი ეს სულაც არ წარმოადგენს პრობლემას ჩვენს ბლოგში იხილავთ საჭირო რჩევებს  იმასთან დაკავშირებით თუ როგორ შეიძლება მაქსიმალურად ავითვისოთ მოცემული სივრცე.

    პირველ რიგში სწორად შეცარჩიოთ აივნის ავეჯი , სასურველია იგი იყოს მოსახერხებელი და კომპაქტური , ამ კუთხით საუკეთესო საშუალებაა გასაშლელი მაგიდა და სკამები  ასეთი ავეჯი სიმსუბუქით გამოირჩევა ასევე სიმყუდროვის შესატანად საუკეთესო საშუალებაა ხის დივნები სხვადასხვა ფერის ბალიშებით გაფორებული.

    ასევე  განსაკუთრებული დატვირთვა ენიჭება მცენარეებს მათი საშუალებით თქვენს  პატარა სივრცეს აქცევთ ბაღად , ამისთვის საჭიროა ქოთნის მრავალფეროვანი ყვავილების გამოყენება და მათი მოაჯირებზე განთავსება კიდევ ერთი საშუალება ბუნებასთან კავშირის დასამყარებლად არის კედლის მცოცავი მცენარეებით გამწვანება.

    სივრცის მაქსიმალურად ასათვისებლად საუკეთესო საშუალებაა კედლებზე თაროების განთავსება , მათზე შესაძლებელია დეკორაციების განლაგებაც, კიდევ ერთი მნიშვენლოვანი რჩევა განათებას უკავშირდება ხოლო მისი შერჩევა თქვენს კრეატიულობაზეა დამოკიდებული.   

    და ბოლოს იატაკი – მოსაწყენი ფილების გადაფარვა შესაძლებელია ფერადი ხალიჩებით, ხელოვნური გაზონის  საფარითა და ხის ფილებით ასაწყობი იატაკის მეშვეობით .