+(995) 597 61 58 58

info@greencolor.ge

გ.შატბერაშვილის 12

თბილისი, საქართველოო

იდეები კიბის ქვეშ არსებული სივრცის გონივრულად ასათვისებლად

  როდესაც ვსაუბრობთ პატარა სახლზე, ეს იმას ნიშნავს,რომ თითოეული კუთხე უნდა ავითვისოთ და გადავაქციოთ პრაქტიკულ ადგილად, ამისათვის კი კრეატიული იდეები აუცილებლად დაგვჭირდება.  თუ კიბის ქვეშ თავისუფალი ადგილი გაქვთ უამრავი რამის გაკეთებას შეძლებთ,როგორიცაა  მაგალითად შენახვის პრობლების შემსუბუქება ან უბრალოდ დამატებითი დეკორატიული ადგილის შექმნა.

1.შექმენით მწვანე კუთხე

თუ გიყვართ და გაქვთ ოთახის მცენარეები,შეგიძლიათ დაამონტაჟოთ ხის თაროები და მათ კიბის ქვეშ მყუდრო ადგილი გამოუყოთ.

 

2.პატარა ბიბლიოთეკა

ეს არის კიდევ ერთი შემთხვევა, როდესაც ჩამონტაჟებული თაროები დაგვეხმარება ულამაზესი პატარა ბიბლიოთეკის მოსაწყობად ჩვენს კიბის უჯრედში.

3.ბარი სველი წერტილით

ბარი სველი წერტილით მოსახერხებელია მისაღები ოთახის გარეთ და მზადაა კოქტეილის საათებისთვის და მეგობრებთან ერთად გართობისათვის.

4.დამატებითი სათავსო კიბის ქვეშ

თუ საქმე ეხება სახლში სათავსოს არქონას მაშინ ამ ადგილას უმჯობესია უბრალოდ უჯრები ან ერთიანი კარადა ჩავაშენოთ და მსგავსად შევქმნათ მეტი პრაქტიკული სათავსო.

5.მოვაწყოთ სამუშაო სივრცე

ასევე შგვიძლია შევქმნათ თანამედროვე კაბინეტი, პატარა ზომის მაგიდით,კომოდითა და თაროებიათ რომლებიც კომპაქტურად ჯდებიან სივრცეში და ქმნიან მყუდრო სამუშაო გარემოს.

6.დეკორატიული კუთხე

თუ გიყვართ  სუვენირები და დეკორატიული ნივთები მაგრამ უადგილობის გამო უარს ამბობთ მათ შეგროვებაზე, მაშინ კიბის ქვეშ მათთვის იდეალური კუთხის მოწყობას შეძლებთ.

 

 

7.სამრეცხაო სივრცე

რადგან მთელი ოთახი არ დავუთმოთ სამრეცხაოს ან სამზარეულოსა და სააბაზანოში არ მოვიკლოთ ერთი დიდი კუთხე უმჯობესია კიბის ქვეშ მივუჩინოთ ადგილი ზემოთ ხსენებულს და ასე ჭკვიანურად ავითვისოთ თითუეული კუთხე-კუნჭული.