როგორ შევარჩიოთ სასურველი სტილი რემონტის დაწყებამდე
ბინის რემონტის დაწყებამდე ყველაზე მნიშვნელოვანია ზუსტად გავიგოთ, როგორი სივრცე გვინდა მივიღოთ. რა სტილის ინტერიერი გვიზიდავს? რომელ გარემოში ვგრძნობთ თავს ყველაზე კომფორტულად? რომელი ფერები გვასვენებს ან გვმუხტავს ენერგიით?
თუ წინასწარ არ გექნებათ მკაფიო წარმოდგენა, საბოლოო შედეგი შეიძლება არ დაემთხვეს თქვენს მოლოდინებს, ხოლო გადაწყვეტილებების შეცვლა პროცესში ხშირად დაკავშირებულია ზედმეტ ხარჯებსა და დროსთან.
ინტერიერის სტილის შერჩევაზე ბევრი დეტალი ახდენს ზეგავლენას.
სანამ რემონტს დაიწყებთ აუცილებელია მიხვდეთ თქვენთვის რა არის მნიშვნელოვანი, გასათვალისწინებელია ისეთი დეტალები როგორებიცაა :პირადი გამოცდილება, ცხოვრების სტილი, ემოციები და ყოველდღიური ჩვევები. სწორედ ამიტომ, სანამ რემონტს დაიწყებთ, დაფიქრდით:
რა განიჭებთ სიმშვიდესა და სიმყუდროვეს?
როგორი სივრცე გაძლევთ ბედნიერების განცდას?
სად გრძნობთ თავს ყველაზე თავისუფლად?
ამ კითხვებზე პასუხები დაგეხმარებათ არა მხოლოდ საკუთარი ძალებით დიზაინის დაგეგმვისას, არამედ პროფესიონალთან მუშაობის პროცესშიც. ასე ინტერიერი ზუსტად იქნება მორგებული თქვენს საჭიროებებსა და ინდივიდუალურ სტილზე.
მინიმალიზმი – სიმშვიდე და წესრიგი ინტერიერში
სივრცე, სადაც სუფთა ხაზები, ღია ფერები და პრაქტიკული გადაწყვეტები ქმნის სიმშვიდის ატმოსფეროს.
მინიმალისტურ სტილში მთავარი პრინციპია: ნაკლები ნივთი – მეტი ჰაერი და სიმყუდროვე.


სკანდინავიური სტილი- ინტერიერის დიზაინში
თუ უფრო თბილი და ბუნებრივი გარემო გიზიდავთ, მაშინ სკანდინავიური დიზაინი იქნება თქვენი სტილი. ღია ტონალობები, ხის დეტალები და ბუნებრივი სინათლე ერთად ქმნის კომფორტულ, მაგრამ ელეგანტურ ატმოსფეროს.


დახვეწილი და ელეგანტური – კლასიკური სტილი
მათთვის, ვისაც უყვარს ელეგანტური დეტალები და დახვეწილი ფორმები, იდეალურია მოდერნი ან კლასიკური სტილი – სადაც ფერები, განათება და ავეჯი ჰარმონიულად ერწყმის ერთმანეთს და თითოეულ ნივთს თავისი მნიშვნელობა აქვს.


საბოლოო არჩევანი მხოლოდ ერთია — ის, რაც თქვენზეა მორგებული.
რემონტი არ უნდა იყოს მხოლოდ ვიზუალური ცვლილება; ეს არის თქვენი ცხოვრების სტილის, ხასიათისა და ენერგიის გამოხატვა სივრცეში.
და როცა უკვე ზუსტად იცით, როგორი ინტერიერი გსურთ, შემდეგი ნაბიჯია — ხარჯების სწორად დაგეგმვა.
greencolor.ge დაგეხმარებათ, მარტივად და ზუსტად გამოთვალოთ ბინის რემონტის ხარჯთაღრიცხვა ონლაინ – ჩაწერეთ თქვენი ბინის მონაცემები და მიიღეთ სრული სურათი, სანამ რემონტს დაიწყებთ.
დაგეგმე შენი სივრცე გემოვნებით, გააკეთე გათვლა გონივრულად
სარემონტო კომპანია მწვანე ფერი – შენი სახლი საიმედო ხელშია

