სტუდიოს ტიპის ბინის რემონტი: მისაღები ოთახი და ინტეგრირებული სამზარეულო, ლამინატიდან კაფელზე ორიგინალური გადასვლა

ბინის რემონტი თბილისში საინგილოს ქუჩაზე — თანამედროვე მინიმალიზმი და კომფორტი

Green Color-ის გუნდის მიერ საინგოლოს ქუჩაზე დასრულებული ეს პროექტი ჩვენი მთავარი ღირებულებების — ხარისხის, სისწრაფისა და გამჭვირვალობის საუკეთესო მაგალითია. რემონტის პროცესში გამოვიყენეთ მხოლოდ პრემიუმ კლასის ევროპული მასალები, რაც გარანტირებულ მყუდროებასა და გამძლეობას ქმნის: მისაღები ოთახის ნათელი სივრცეებიდან, აბაზანის დახვეწილ, მარმარილოს ფაქტურის მოპირკეთებამდე.

ჩვენთან რემონტი არ ნიშნავს მოულოდნელ ხარჯებს; თითოეული ეტაპი: ელექტროგაყვანილობა, კედლების დამუშავება თუ სანტექნიკის მონტაჟი. შესრულებულია პროექტის მენეჯერის მკაცრი ზედამხედველობით, წინასწარ დათქმულ ვადებსა და ფიქსირებულ ბიუჯეტში. 2019 წლიდან დღემდე, 100-ზე მეტი ჩაბარებული ბინა გვაძლევს გამოცდილებას, ვაქციოთ თქვენი იდეა რეალობად ზედმეტი სტრესის გარეშე.

გაინტერესებთ, რა დაგიჯდებათ მსგავსი რემონტი თქვენს ბინაში? ნუ დაელოდებით „მიახლოებით“ ციფრებს. გამოიყენეთ ჩვენი რემონტის კალკულატორი, მიიღეთ ზუსტი ხარჯთაღრიცხვა რამდენიმე წუთში და დაგეგმეთ თქვენი მომავალი სახლი Green Color-თან ერთად. გამოთვალე ფასი აქ 👉 რემონტის კალკულატორი