იტალია მსოფლიო ლიდერია მოდის სფეროში, იტალიური ინტერიერის დიზაინი კი ყოველთვის წარმოადგენს ინსპირაციის მთავარ წყაროს. იტალიელები თავად ადგენენ ტენდენციებს და მართავენ მსოფლიოს. ეს სტილი სიძველისა და თანამედროვეობის სრულყოფილი ნაზავია. ჩვენს ბლოგში გაგიზიარებთ რამდენიმე მნიშვნელოვან რჩევას, თუ როგორ შექმნათ იტალიური განწყობა თქვენს საცხოვრებელ სივრცეში.
1. პირველ რიგში, გამოიყენეთ ნეიტრალური ფონი
ნეიტრალური ფერები საუკეთესო გზაა იმისთვის, რომ შექმნათ მიმზიდველი იტალიური განწყობა. ნეიტრალური ტონები იდეალური არჩევანია, რადგან ისინი მარტივად ერგებიან ნებისმიერი ფერის პალიტრას. მათი საშუალებით სივრცეში მაქსიმალურად მივიღებთ ბუნებრივ სინათლესა და მშვიდ გარემოს. თითქმის ყველა იტალიური სახლის კედლის ბაზა თეთრი, ნაცრისფერი ან კრემისფერია.



2. კედლის ხელოვნება ინტერიერის დიზაინში
ტრადიციულად, იტალიური ფრესკები ხელით მოხატული ხელოვნებაა, რომელიც სველ თაბაშირზე სრულდება — ისინი ხშირად გვხვდება ძველ იტალიურ აგარაკებსა და ეკლესიებში. ფერწერის ეს სტილი ჩვეულებრივ ასახავს ადამიანების ფიგურებსა და ბუნების სცენებს.
იმის გამო, რომ ყველას არ შეუძლია სახლში ნამდვილი ფრესკა ჰქონდეს, თქვენ შეგიძლიათ მსგავს განწყობას მიაღწიოთ ჩარჩოში ჩასმული, ფრესკით შთაგონებული ნამუშევრებით ან სცენური ფონით (ფოტოშპალერით). შეარჩიეთ ისეთი დიზაინი, რომელიც ზუსტად ასახავს თქვენს სტილს, გემოვნებასა და ფერთა გამას. ეს შესაძლოა იყოს ვენახების ხედი, რომელიც თემატურად იდეალურად ჩაჯდება სასადილო ოთახის კედელზე. დივანზე ან ბუხრის თავზე განთავსებული ტოსკანური სცენის დიდი ნახატი კი შესანიშნავი საშუალებაა ოთახში ავთენტური იტალიური იერსახის მისაღებად.




3. ელეგანტური სვეტები და არქიტექტურული ელემენტები
ელეგანტური სვეტები იტალიური არქიტექტურის კიდევ ერთი გამორჩეული ნიშაა. დახვეწილი სვეტები და თაღები ვიზუალურად გამოყოფენ ოთახებს და მათ საოცარ ელეგანტურობას სძენენ. თუ თქვენს ამჟამინდელ სივრცეში არ შეინიშნება მსგავსი ელემენტები, ეს ნამდვილად არ წარმოადგენს პრობლემას. დიდი მშენებლობისა და ნგრევის გარეშე, ინტერიერში მარტივად არის შესაძლებელი დეკორატიული, ყალბი სვეტების დამატება.



4. ავეჯი და იტალიური ხარისხი
იტალიური ავეჯი ნამდვილად გამოირჩევა უმაღლესი ხარისხითა და დახვეწილი ოსტატობით — სწორედ ამ ნიშნით გახდა იგი ცნობილი მსოფლიო მასშტაბით. ასეთი ავეჯი დახვეწილად აერთიანებს წარსულისა და აწმყოს ელემენტებს, რაც მნიშვნელოვნად აჩვენებს იტალიელი ხელოსნების შემოქმედებით უნარებს. ძველი და თანამედროვე დიზაინის ნარევმა შექმნა მშვენიერი ვარიაციები, რომლებიც შეიძლება მოერგოს ნებისმიერი ტიპის თანამედროვე სახლს.
ოთახში იტალიური შტრიხების შესატანად ხშირად გლუვი ლითონებითა და ხის ელემენტებით გაფორმებული კრემისფერი დივანიც კმარა. ავეჯის ფერთა პალიტრა ასევე შეიძლება იყოს ოქროსფერი ან ღია ყვითელი. ამასთანავე, მნიშვნელოვანია სივრცის ხის მასალით დატვირთვა და შემდეგი ფერების კომბინაცია: იტალიურ პალიტრაში ხშირად შეხვდებით მუქ მოკას ყავისფერსა და დამწვარ წითელ ტონებს.




5. ღვინის თაროები და კერამიკის დეკორი
მოგეხსენებათ, იტალიელებს ძალიან უყვართ და აღმერთებენ თავიანთ ღვინოს, ამიტომ სამზარეულოში აუცილებლად დაუთმეთ ადგილი ღვინის დახვეწილ თაროს.
იტალიური დეკორაციის კიდევ ერთი მთავარი ნიშა კერამიკის ჭურჭელია. ხშირად მასზე გამოსახულია ხილი ან ყვავილები; იგი თამამი, ნათელი ფერებით გამოირჩევა, რომელიც ნამდვილად შეესაბამება სამზარეულოს ან სასადილო ოთახს. კერამიკული დეკორი შეგიძლიათ განათავსოთ როგორც კედლებზე, ისე ღია სამზარეულოს თაროებზე. საერთო ჯამში, იტალიური ინტერიერის დიზაინში ხშირად შედის ხე, ქვა და ლითონი — ამ მასალების სწორი შერწყმით იქმნება მყუდრო და „ცოცხალი“ იერი.



6. შუა საუკუნეების ფილები და მცენარეები
საბოლოო იტალიური ინტერიერის დიზაინის ტენდენცია შუა საუკუნეების ფილებია, რომლებსაც ხშირად ვხვდებით სველ წერტილებსა და სამზარეულოში. სახლში მეტი სიმყუდროვისთვის შეიძინეთ მწვანე მცენარეები და განათავსეთ ისინი ტერაკოტისფერი თიხის ქოთნებში — მცენარეებზე ზრუნვა თქვენს ინტერიერს დადებით ენერგიას შემატებს.
იმედი მაქვს, ჩვენი ბლოგი შთაგაგონებთ და დაგეხმარებათ საინტერესო იდეების განხორციელებაში!



გეგმავთ რემონტს? დათვალეთ ხარჯები მარტივად!
თუ ფიქრობთ, რომ თქვენს ბინას იტალიური ელეგანტურობა ან თანამედროვე განახლება სჭირდება, პირველი ნაბიჯი ბიუჯეტის სწორად დაგეგმვაა. იმისათვის, რომ ზუსტად გაიგოთ, რა დაჯდება თქვენი ჩანაფიქრის რეალობად აქცევა, ეწვიეთ ბმულს და გამოიყენეთ ჩვენი რემონტის კალკულატორი, რომელიც დაგეხმარებათ წინასწარ, მარტივად დათვალოთ რემონტისთვის საჭირო სავარაუდო თანხა.

