Architecture

არქიტექტურის
კალკულატორი

გაიგეთ კერძო სახლის არქიტექტურული პროექტირების სავარაუდო ფასი. ჩვენი ონლაინ კალკულატორი დაგეხმარებათ წამებში დათვალოთ ინდივიდუალური სახლის დიზაინისა და დაგეგმარების ბიუჯეტი.

თანამედროვე კერძო სახლის არქიტექტურული პროექტირება და ფასები - Green Color

პროექტის პარამეტრები

ინდივიდუალური მიდგომა

თქვენი იდეების მიხედვით, ვქმნით უნიკალურ გათვლებს.

პროფესიონალური გუნდი

გამოცდილი არქიტექტორები და დიზაინერები.

სწრაფი რეაგირება

დეტალური კონსულტაცია და ოპერატიული მომსახურება.

თანამედროვე არქიტექტურა

ფუნქციური, ესთეტიკური და მდგრადი პროექტირება.

ჯამური ღირებულება

0 ₾

ფასი დოლარში

0 $

ფასი 1 მ²-ზე

0 $

საპროექტო პაკეტში შედის (ნებართვის ჩათვლით):

📐 არქიტექტურა: სრული პროექტი (გეგმები, ფასადები)
💪 კონსტრუქცია: სქემები და სიმტკიცის გაანგარიშება
📋 გეგმარება: ოთახების დაყოფა და გეგმა
🗺️ ტოპოგრაფია: ტოპო-გეგმა და გეოლოგია
🏛️ მერია: დოკუმენტაცია და ნებართვის აღება
🤝 მხარდაჭერა: კონსულტაციები და კორექტირება

რატომ ჩვენ?

ვქმნით ფუნქციურ და უსაფრთხო არქიტექტურას თქვენი მოთხოვნებით.

სრული პაკეტი ნებართვის გარანტიით
ზუსტი ბიუჯეტი გამჭვირვალე ხარჯები
ენერგოეფექტური თანამედროვე დიზაინი
ვადების დაცვა დროული ჩაბარება

ხშირად დასმული
კითხვები

იპოვეთ პასუხები თქვენს შეკითხვებზე.

რას მოიცავს არქიტექტურული პროექტირების პაკეტი?
ჩვენი პაკეტი მოიცავს სრულ საპროექტო ციკლს, რომელიც აუცილებელია მშენებლობის დასაწყებად:
  • ნაკვეთის ტოპოგრაფიულ გადაღებას და გეოლოგიურ კვლევას.
  • სრულ არქიტექტურულ პროექტს (ესკიზი, გეგმები, ფასადები, ჭრილები).
  • კონსტრუქციულ ნაწილს (სიმტკიცის გაანგარიშება, საძირკვლის და გადახურვის პროექტები).
  • შიდა გეგმარებას (ოთახების ან ბინების დაყოფას).
  • დოკუმენტაციის სრულ მომზადებას და საქმის წარმოებას მუნიციპალიტეტში ნებართვის აღებამდე.
შედის თუ არა ფასში მშენებლობის ნებართვის აღება?
დიახ, ნებართვის აღება სრულად შედის ღირებულებაში. ჩვენი გუნდი თავად ტვირთავს პროექტს მერიის სისტემაში (სასკოლო, კერძო თუ მრავალბინიანი პროექტების პორტალზე), გადის შეთანხმების ყველა სტადიას და თქვენ გბარდებათ უკვე მზა, დამტკიცებული მშენებლობის ნებართვა. თქვენ მხოლოდ მერიის ოფიციალურ მოსაკრებელს იხდით (ასეთის არსებობის შემთხვევაში).
რა დრო სჭირდება პროექტის მომზადებას და ნებართვის მიღებას?
ვადები დამოკიდებულია ქონების ტიპსა და არეალზე:
  • კერძო სახლის შემთხვევაში: პროექტის მომზადება და მერიაში დამტკიცება (I და II სტადია) საშუალოდ 2-დან 4 თვემდე გრძელდება.
  • მრავალბინიანი კორპუსის შემთხვევაში: პროცესი შედარებით ხანგრძლივია (საშუალოდ 4-დან 6 თვემდე), რადგან კოეფიციენტების, განაშენიანების რეგულირების გეგმისა (გრგ) და სხვა დამატებითი კვლევების შეთანხმება რამდენიმე დამოუკიდებელ ეტაპს მოითხოვს.
რა ხდება, თუ მერიამ პროექტზე შენიშვნები დააბრუნა?
ეს საპროექტო პროცესის აბსოლუტურად ბუნებრივი ნაწილია. მერიიდან წამოსულ ნებისმიერ ტექნიკურ თუ ვიზუალურ შენიშვნას ჩვენი არქიტექტორები და კონსტრუქტორები ასწორებენ სრულიად უფასოდ. პროექტზე მუშაობა და კორექტირება გრძელდება მანამ, სანამ ნებართვა ოფიციალურად არ გაიცემა.
შესაძლებელია თუ არა პროექტში ცვლილებების შეტანა?
დიახ, არქიტექტურული ესკიზის შექმნისა და შიდა გეგმარების (ოთახების/ბინების განლაგების) ეტაპზე თქვენ მაქსიმალურად ხართ ჩართული პროცესში. ვიდრე პროექტი საბოლოო საინჟინრო და კონსტრუქციულ გათვლებზე გადავა, ნებისმიერი ცვლილების შეტანა თავისუფლად შეგიძლიათ.