რემონტი ხშირად ასოცირდება გაუთავებელ ნერვიულობასთან, ხელოსნებთან დავასა და მოულოდნელ ხარჯებთან. Green Color ცვლის ამ რეალობას. ჩვენ გთავაზობთ სრულ სერვისს, სადაც თქვენი ჩართულობა მინიმალურია, შედეკი კი – მაქსიმალური.
შენ ისვენებ, ჩვენ ვარემონტებთ. ეს არ არის მხოლოდ სლოგანი, ეს ჩვენი მუშაობის პრინციპია.
რას მოიცავს სრული მენეჯმენტის სერვისი?
როდესაც რემონტს ჩვენი გუნდი აკეთებს, თქვენ იღებთ სრულ სისტემურ მომსახურებას, რომელიც მოიცავს:
- სამუშაოების ეტაპობრივი დაგეგმვა: ჩვენ ვადგენთ დეტალურ კალენდარულ გრაფიკს და მკაცრად ვიცავთ მას. თქვენ ზუსტად იცით, რა ეტაპზეა თქვენი ბინა ნებისმიერ დროს.
- პროფესიონალი ხელოსნების გუნდის მართვა: ჩვენი გამოცდილი სპეციალისტები მუშაობენ ერთიანი სტანდარტით. ჩვენ თავად ვაკოორდინირებთ მათ მუშაობას და ვუგვარებთ ნებისმიერ ტექნიკურ საკითხს.
- ხარისხის ყოველდღიური კონტროლი: პროექტ-მენეჯერი ყოველდღიურად აკონტროლებს შესრულებული სამუშაოს სიზუსტეს და ხარისხს, რათა გამოირიცხოს უმცირესი უზუსტობაც კი.
- მასალების შესყიდვა და ლოჯისტიკა: ჩვენ ვიღებთ პასუხისმგებლობას მასალების შერჩევაზე, საუკეთესო ფასად შესყიდვაზე, ტრანსპორტირებასა და ობიექტზე დროულ მიწოდებაზე. ასევე ვზრუნავთ სამშენებლო ნაგვის რეგულარულ გატანაზე.
- გამჭვირვალე ანგარიშგება: თქვენ არ გჭირდებათ ობიექტზე მოსვლა კონტროლისთვის. ყოველკვირეულად იღებთ დეტალურ ფოტო და ვიდეო ანგარიშს, სადაც ნათლად ჩანს პროგრესი.
რატომ უნდა აირჩიოთ Green Color-ის სრული მენეჯმენტი?
ჩვენ ვართ ის მესამე მხარე, რომელიც აბალანსებს ხარისხს, დროს და ბიუჯეტს. ჩვენთან თანამშრომლობისას თქვენ თავიდან იცილებთ რემონტის ყველა უსიამოვნო პროცესს:
- არავითარი გაუთვალისწინებელი ხარჯი: ბიუჯეტი გაწერილია წინასწარ და დაცულია ბოლომდე.
- დროის დაზოგვა: თქვენ აგრძელებთ თქვენს საქმიანობას, ჩვენ კი ვაბარებთ მზა შედეგს.
- გარანტირებული ხარისხი: ჩვენი გუნდი პასუხისმგებელია ყოველ კვადრატულ მეტრზე.
ანდეთ თქვენი სახლი Green Color-ს და მიიღეთ რემონტი სტრესის გარეშე!
თუ გაინტერესებთ რა დაგიჯდებატ რემონტი შეიყვანეთ მონაცემები ჩვენს კალკულატორში ლინკზე: რემონტის კალკულატორი
