გყავთ სარემონტო გუნდი, მაგრამ არ გაქვთ დრო ან სპეციფიკური ცოდნა მათ გასაკონტროლებლად? Green Color გთავაზობთ „დამკვეთის წარმომადგენლის“ სერვისს. ჩვენ ვხდებით თქვენი პროფესიონალი „თვალი და ყური“ ობიექტზე, რომელიც ზრუნავს, რომ რემონტი წარიმართოს თქვენი წესებით და არა ხელოსნების ნება-სურვილით.
რას აკეთებს დამკვეთის წარმომადგენელი?
ჩვენი ჩართულობა რემონტის პროცესში ნიშნავს სრულ სიმშვიდეს დამკვეთისთვის. ჩვენი პასუხისმგებლობაა:
- ფასების ტენდერი და ოპტიმიზაცია: ჩვენ ვამოწმებთ მასალების ფასებს სხვადასხვა მომწოდებლებთან და ვატარებთ შიდა ტენდერებს, რათა თქვენ მიიღოთ საუკეთესო პირობები.
- მოლაპარაკებები ხელოსნებთან: ჩვენ ვაწარმოებთ ყველა ტექნიკურ და ფინანსურ მოლაპარაკებას (სურვილის შემთხვევაში) თქვენს მიერ დაქირავებულ გუნდთან.
- ეტაპებისა და ვადების კონტროლი: ვამოწმებთ თავდაპირველ პირობას, მის აქტუალურობას, ვაკონტროლებთ თითოეულ ეტაპის ვადებს
- ხარისხის დამოუკიდებელი კონტროლი: როგორც მესამე, ნეიტრალური მხარე, ჩვენ ობიექტურად ვაფასებთ შესრულებულ სამუშაოს. ხარვეზის აღმოჩენისას, მოვითხოვთ მის გამოსწორებას თქვენი დამატებითი ხარჯების გარეშე.
- შესყიდვებისა და ლოჯისტიკის მართვა: ვგეგმავთ მასალების მოწოდებას ისე, რომ ობიექტი არ გაჩერდეს და არც ზედმეტი ნაშთები დაგრჩეთ.
მომსახურების ღირებულება
ეს სერვისი არის ინვესტიცია, რომელიც საშუალებას გაძლევთ დაზოგოთ რემონტის ბიუჯეტის 15-20% მხოლოდ სწორი დაგეგმარებითა და ფასების კონტროლით.
დამკვეთის წარმომადგენლის მომსახურება — 2000 ლარი / თვეში.
რატომ გჭირდებათ „დამკვეთის წარმომადგენელი“?
თუ თქვენი დრო ძვირფასია, იმყოფებით საზღვარგარეთ, ან უბრალოდ გსურთ, რომ რემონტის პროცესი პროფესიონალმა მართოს, ეს სერვისი თქვენთვისაა. ჩვენი მიზანია, დავიცვათ თქვენი ინტერესები, დავზოგოთ თქვენი ფინანსები და ჩაგაბაროთ ხარისხიანი რემონტი ზედმეტი ნერვიულობის გარეშე.
ანდეთ თქვენი ინტერესების დაცვა ექსპერტებს!
