რემონტის დაწყებისას ყველაზე დიდი რისკი გაუთვალისწინებელი ხარჯებია. არასწორად გათვლილი მასალები, უზუსტო ფართობი და „ჰაერიდან აღებული“ ციფრები ხშირად ბიუჯეტის 30-40%-ით გადაცილებას იწვევს.
Green Color გთავაზობთ რემონტის დაგეგმვის ევროპულ სტანდარტს. დეტალურ ხარჯთაღრიცხვასა და პროფესიონალურ აზომვას, რათა ზუსტად იცოდეთ, რაში იხდით ფულს.
რემონტის აზომვა, აუდიტი, და გეგმები.
ჩვენი ექსპერტი ადგილზე მოდის შესაბამისი აღჭურვილობით და ამზადებს სრულ ტექნიკურ დოკუმენტაციას:
- ლაზერული აზომვა: ბინის თითოეული კვადრატული მეტრის სიზუსტით დაფიქსირება (კედლები, იატაკი, ჭერი, ღიობები).
- ტექნიკური აუდიტი: კედლების მდგომარეობის, კომუნიკაციების წერტილებისა და მოსასწორებელი ზედაპირების შეფასება.
- დეტალური ხარჯთაღრიცხვა (BoQ): სრული დოკუმენტი, სადაც გაწერილია მასალების ზუსტი რაოდენობა და შესასრულებელი სამუშაოების ნუსხა.
- ლოჯისტიკური გეგმა: რეკომენდაციები მასალების ეტაპობრივ შესყიდვასა და ტრანსპორტირებაზე.
პროფესიონალური დაგეგმარების ფასი და პირობები
ჩვენ გვსურს, პროფესიონალური დაგეგმარება ხელმისაწვდომი იყოს ყველასთვის. სწორედ ამიტომ, თბილისის მასშტაბით ვმოქმედებთ ფიქსირებული ტარიფით:
სტანდარტული ბინის სრული აზომვა და ხარჯთაღრიცხვის მომზადება — 300 ლარი.
ეს არის მცირე ინვესტიცია, რომელიც რემონტის პროცესში ათასობით ლარის დაზოგვის გარანტიას გაძლევთ.
რატომ სარემონტო კომპანია Green Color?
ჩვენ არ ვართ უბრალოდ „მზომელები“. ჩვენ ვართ რემონტის მენეჯერები, რომლებმაც ვიცით ბაზარზე არსებული მასალების რეალური ფასები და ხელოსნების მუშაობის სპეციფიკა. ჩვენი მომზადებული დოკუმენტით თქვენ შეგიძლიათ:
- სარემონტო კომპანია მწვანე ფერი აკეთებს ფასების ყოველკვირეულ მონიტორნიგს
- ზუსტად აკონტროლოთ მასალების ხარჯვა.
- თავიდან აიცილოთ მასალების ზედმეტობით ან დეფიციტით გამოწვეული შეფერხებები.
- დაგეგმილ შესყიდვებსა და ლოჯისტიკას.
ნუ დაიწყებთ რემონტს ბრმად — დაგეგმეთ სიზუსტით!
