გათბობის მილების გაყვანა პლინტუსის გასწვრივ იატაკის აყრის გარეშე.

რა ჯდება გათბობის მონტაჟი ძველ ბინაში? – სრული გზამკვლევი და ხარჯთაღრიცხვა

ძველ ბინაში რემონტი ყოველთვის დიდ გამოწვევებთანაა დაკავშირებული, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე კომუნიკაციების შეცვლას ეხება. ცენტრალური გათბობის სისტემის დამონტაჟება ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაბიჯია კომფორტისთვის, თუმცა ბევრს აშინებს ნგრევის პროცესი.

ამ ბლოგში განვიხილავთ გარე გაყვანილობის (ე.წ. „პლინტუსებზე“ მიყოლების) მეთოდს, რომელიც იდეალურია ძველი ბინებისთვის, და დეტალურად ჩავშლით მოსალოდნელ ხარჯებს.

გათბობის მონტაჟის დროს რატომ გარე გაყვანილობა ?

ძველი ბინის ინტერიერი მაღალი ჭერითა და პარკეტით გათბობის მონტაჟამდე
ძველი ბინა რემონტამდე – სადაც ცენტრალური გათბობა გარე გაყვანილობით უნდა დამონტაჟდეს

ძველ ბინებში იატაკის აყრა (განსაკუთრებით თუ ის მყარ პარკეტზეა საუბარი) დიდ ხარჯებთან და დროსთანაა დაკავშირებული. გარე გაყვანილობის დროს მილები კედლის გასწვრივ, პლინტუსის ზემოთ გადის.

  1. მთავარი პლუსი: მინიმალური ნგრევა და სისწრაფე.
  2. ვიზუალი: თანამედროვე მილები და სპეციალური დეკორატიული პლინტუსები საშუალებას იძლევა, სისტემა თითქმის შეუმჩნეველი გახდეს.

გათბობის დაქსელვის, ქვაბისა და რადიატორების ფასი.

ძირითადი დანადგარები

კედელზე დამონტაჟებული თანამედროვე გათბობის ქვაბი Ariston-ი ქვედა მიერთებებით.
Ariston-ის ენერგოეფექტური ქვაბი – საუკეთესო არჩევანი ძველი ბინებისთვის.

1)გათბობის ქვაბი: დაახლოებით 1500 -3000 ლარამდე ფასებში მერყეობს.

2)რადიატორი: ევროპული სექციური რადიატორი (ალუმინის) სტანდარტული ზომის (60სმ სიმაღლეში, თეთრი ფერის) დაახლოებით 40-45 ლარი დაგიჯდებათ სექცია, რომელიც საშუალოდ 1,5 კვადრატულს ათბობს. კვადრატლზე ფასი: საშუალოდ 30 ლარი

ალუმინის სექციური რადიატორის მონტაჟი კედელზე გარე გაყვანილობის მეთოდით.
ალუმინის სექციური რადიატორი დამონტაჟებული გარე გაყვანილობის მეთოდით.

პანელური რადიატორი ოთახის ფართობითა და დატვირთვებით იანგარიშება მაგრამ საშუალოდ შესაძლებელია დაიანგარიშოთ კვადრატული 10 ლარი. მაგალითისთვის 60 კვადრატული ბინისთვის 600 ლარი პანელურ რადიატორებისთვის სრულებით საკმარისია.

აბაზანის საშრობი: დაახლოებით 120 -500 ლარის ფარგლებშია, გააჩნია მწარმოებელს ფერსა და დიზაინს.

ქრომირებული აბაზანის საშრობი რადიატორი (სუშილკა) დამონტაჟებული კედელზე.
აბაზანის საშრობი (სუშილკა) – კომფორტი და სითბო თქვენს სააბაზანოში

მილები და ფიტინგები

გათბობის მილები, ფიტინგები და სამონტაჟო ხელსაწყოები რემონტის პროცესში.
ხარისხიანი მასალები და ხელსაწყოები გათბობის სისტემის გამართული მუშაობის გარანტიაა.

ვინაიდან მილები გარეთ გადის, მნიშვნელოვანია ხარისხიანი მასალა, რომელიც ტემპერატურული ცვლილებებისას არ დეფორმირდება.

მილები და აქსესუარები: საშუალოდ ფასი კვადრატულზე 15 ლარამდე გამოდის. წარმოდგენისთვის 60 კვადრატულ ბინაში 900 ლარი დაგიჯდებათ მილები და ფიტინგები.

გათბობის მონტაჟის ხელობა

ფასი გათბობის წერტილის გაყვანაზე იანგარიშება, ასეთ შემთხვევაში გათბობის გაყვანა და რადიატორის მონტაჟი წერტილზე საშუალოდ 200 ლარი. რაც საშუალოდ კვადრატულზე 15 ლარია

ქვაბის მონტაჟი და სისტემის გაშვება: საშუალო ფასი 200 ლარი.

დამატებითი ხარჯები / გაუთვალისწინებელი ხარჯები

გაითვალისწინეთ რომ გათბობის მილები 4 მეტრიანია და მისი მოღუნვა არ არის რეკომენდირებული, რის გამოც შესაძლებელია მოგიწიოთ ტრანსპორტისა და მუშების დაქირავება რაც დამატებითი ხარჯია. ასევე იმის შემდგომ რაც ზუსტ ბიუჯეტს გამოთვლით ყოველთვის მზად იყავით გაუთვალისწინებელი ხარჯისთვის მთლიანი ღირებულების 10% ოდენობით.

გათბობის ფასი კვადრატულზე საშუალოდ

კომპონენტებიეკონომ პაკეტი (თურქული მასალა)პრემიუმ პაკეტი (ევროპული მასალა)
ქვაბი15002500
რადიატორი10 ლარი კვადრატულზე 30 ლარი კვადრატულზე
საშრობი120 ლარი 350 ლარი
მილები და ფიტინგები10 ლარი კვადრატულზე15 ლარი კვადრატულზე
ხელობა15 ლარი + 200 ლარი ქვაბის მონტაჟის
15 ლარი + 200 ლარი ქვაბის მონტაჟის
ჯამში1700 ლარი ქვაბის და მონტაჟის + 120 ლარი რამდენი აბაზანაც არის ბინაში + 35 ლარი თითო ბინის კვადრატულზე.2700 ლარი ქვაბის და მონტაჟის + 350 ლარი რამდენი აბაზანაც არის + 60 ლარი თითო ბინის კვადრატულზე
გაუთვალისწინებელი ხარჯებიჯამური თანხის 10%ჯამური თანხის 10%

მაგალითისთვის რომ ავიღოთ 60 კვადრატული ბინის ფართი 1 აბაზანით
თურქული მასალით გათბობა დაგიჯდებათ: 1700 ქვაბის და მონტაჟის + 120 ლარი აბაზანის საშრობისთვის + რადიატორი, მილები, ფიტინგებისა და ხელობისთვის 35*60=2100 ლარი ჯამში 3920 ლარი. გაუთვალისწინებელი ხარჯებიანად 4300 ლარი.

დათვალე ხარჯები სანამ დაიწყებ რემონტს.

greencolor.ge/ -ზე შეგიძლიათ გამოიანგარიშოთ რემონტის ხარჯები ჩვენი დეტალური კალკულატორის საშუალებით რამდენიმე წამში. დეტალური კალკულაციის გასაკეთებლად ეწვიეთ ბმულს: რემონტის კალკულატორი