სამშენებლო კარკასების გზამკვლევი: შავი, თეთრი თუ მწვანე?
გაარკვიე, რაში იხდი ფულს! რომელი კარკასია ოპტიმალური ?
უძრავი ქონების შეძენისას საქართველოში სულ უფრო ხშირად შეხვდებით ისეთ ტერმინებს, როგორებიცაა შავი კარკასი, თეთრი კარკასი – მწვანე კარკასი. მაგრამ რა დგას თითოეული მათგანის უკან? რომელი ვარიანტია თქვენთვის ოპტიმალური ინვესტიცია?
greencolor.ge/ დაგეხმარებათ ზუსტად განსაზღვროთ, რა სამუშაოები შედის თითოეულ ეტაპზე და როგორ დაზოგოთ დრო და რესურსი რემონტზე.

შავი კარკასი: საფუძველი მათთვის, ვისაც სრული თავისუფლება სურს.
რა შედის შავ კარკასში?
- მზიდი კედლები და იატაკი: დასრულებულია შენობის ძირითადი კონსტრუქცია.
- გარე ფასადი: დამთავრებულია სახლის გარე მოპირკეთება და გადახურვა.
- კარი და ფანჯრები: დამონტაჟებულია სადარბაზოს კარი და გარე პერიმეტრის ფანჯრები.
- კომუნიკაციები: კომუნიკაციების (წყალი, გაზი, დენი) მიყვანა ბინამდე (წერტილებამდე).
სრულიად ურემონტო ბინა ვისთვის არის ოპტიმალური ?
- მათთვის, ვისაც რემონტის დაგეგმვა სრულად სურს (კედლების, გაყვანილობის, გათბობის სისტემის ნულიდან დაპროექტება).
- მათთვის, ვისაც დრო აქვს და ბიუჯეტი ეტაპობრივად უნდა გაანაწილოს.

თეთრი კარკასი: ოქროს შუალედი კომფორტისა და დაზოგვისთვის
თეთრი კარკასი ყველაზე პოპულარული სტანდარტია საქართველოში. ეს ეტაპი მოიცავს შავი კარკასის ყველა სამუშაოს, პლუს მნიშვნელოვან მოსამზადებელ ეტაპებს, რაც რემონტს მნიშვნელოვნად ამარტივებს.
რა შედის თეთრ კარკასში?
- ტიხრები: ბინის შიდა გეგმარება და ტიხრები უკვე ამოყვანილია პროექტის მიხედვით.
- იატაკის მოჭიმვა (სტიაშკა): გამზადებულია,მაგრამ გათბობის მილების ჩასაყრელად მაინც მოგი
- ელექტრობა და სანტექნიკა: მიყვანილია ბინამდე, მაგრამ არ არის შიდა დაქსელვა გამზადებული.
- კედლების მომზადება: კედლები გალესილია მაგრამ მისი ამოტეხვა ელექტროობის დასაქსელად მაინც მოგიწევთ.
- გათბობის მილები: არ არის გამზადებული და ჩასაყრელია თქვენით
ვისთვის არის ოპტიმალური ეს ნახევრად დასრულებული შავი საქმე ?
- მათთვის, ვისაც სურს რემონტის დრო შეამციროს.
- მათთვის, ვისაც მალე უნდა გადასვლა, მაგრამ თითონ უნდა დაგეგმოს კომუნიკაციები, იყოს მათ ხარისხზე პასხისხმეგებელი.
ოპტიმალური დეველოპერული მიდგომა
იმისთვის რომ თავიდან აიცილოთ კედლისა და იატაკის თავიდან თხრა, დეველოპერები მომხმარებელს აძლევენ შესაძლებლობას: დაქსელონ ელექტროობა კედლის ლესვამდე. ხოლო გათბობისა და სანტექნიკის მილების ჩაყრას მოწიმული იატაკი (სტიაშკის) დასხმამდე.

მწვანე კარკასი: დასრულებული შავი სამუშაო აბაზანის გამოკლებით.
მწვანე კარკასი მოიცავს ყველა თეთრი კარკასის სამუშაოს დამატებული: ელექტროობა დაქსელილია, გათბობის და სანტექნიკის მილები ჩაყრილია. გაითვალისწინეთ: ყველა მდგომარეობაში აბაზანა რჩება შავი კარკასი, რადგან კაფელის ხელოსანმა აუცილებლად თითონ უნდა გაანაწილოს აბაზანის სტიაშკის დახრები. იმის გათვალისწინებით ტრაპი სად დგება რამდენია საჭირო, რა ზომის ფილები დაიგება და ასე შემდეგ.
ვისთვის არის ოპტიმალური ფაქტობრივად დასრულებული შავი სამუშაოიანი ბინა
- მათთვის, ვისაც სურს რემონტის დრო შეამციროს.
- მათთვის, ვისაც მალე უნდა გადასვლა და არ სურს დამატებითი შავი სამუშაოების შესრულება, მათი ბინის რემონტი იქნება სტანდარტულობაზე დაფუძნებული
პრემიუმ მწვანე ან თეთრი მინუს კარკასები
ხშირია საქართველოში შემთხვევა როდესაც დეველოპერები სტანდარტული სიტვაციებიდან გადახრას აკეთებენ და სთავაზობენ მომხმარებელს მაგალითად პრემიუმ მწვანე კარკას : ეს შეიძლება მოიაზრებდეს, გიფსო კარდონის უკვე დამონტაჟებას, ან გათბობის ქვაბს საჩუქრად.
ასევე ხშირია შემთხვევები + – მინუს შემთხვევა მაგალითად თეთრ კარკას მინუს მდგომარეობა რაც შეიძლება მოიაზრებდეს ლესვის არ არსებობას ან სტიაკში არ დასხმას.
ასეთი შემთხვევებისთვის რაიმე დამკვიდრებული მიდგომა არ არის საქართველოს ბაზარზე ასერომ არა სტანდარტული მდგომარეობის შეძენის შემთხვევაში ზუსტად უნდა კითხოთ დეველოპერს ეს რით გასხვავდება მოცემული სტანდარტული მდგომარეობიდან. რა პლიუსი ან მინუსი აქვს.

დასკვნა: როგორ მიიღოთ სწორი გადაწყვეტილება greencolor.ge/-ს დახმარებით
კარკასის შერჩევა პირდაპირ კავშირშია თქვენს ბიუჯეტთან, დროთან და პირად გემოვნებასთან.
| კარკასი | საწყისი ფასი | რემონტის ხარჯი | რემონტის სირთულე |
| შავი | ყველაზე დაბალი | ყველაზე მაღალი | ყველაზე რთული |
| თეთრი | საშუალო | საშუალო | საშუალო |
| მწვანე | ყველაზე მაღალი | ყველაზე დაბალი | ყველაზე მარტივი |
გახსოვდეთ, რომ თითოეული დეველოპერი თავისებურად განსაზღვრავს კარკასის შინაარსს. ყოველთვის მოითხოვეთ დეტალური ჩამონათვალი!
greencolor.ge/ გთავაზობთ საშუალებას, მარტივად შეადაროთ სხვადასხვა ტიპის კარკასის ფასები ბაზარზე და ზუსტად გამოთვალოთ, თუ რა დაგიჯდებათ რემონტი, რემონტის კალკულატორით თქვენთვის სასურველი კარკასის მდგომარეობიდან გამომდინარე.
შეამოწმეთ ფასები და დაიწყეთ დათვლა დღესვე!

