+(995) 597 61 58 58

info@greencolor.ge

გ.შატბერაშვილის 12

თბილისი, საქართველოო

სკანდინავიური სტილი

კომფორტული,მყუდრო და ჰარმონიული გარემო,ეს სკანდინავიური სტილის სავიზიტო ბარათია.ისინი ირჩევენ სადა,თბილ  ფერებს, როგორიცაა კრემისფერი,ოქროსფერი და ღია ვარდისფერი.სკანდინავიაში ზამთარი დიდხანს გრძელდება სწორედ ამიტომ ირჩევენ ისინი თბილ და სადა ფერებს,რომელიც სივრცის და სისუფთავის შეგრძნებას გვიღვიძებს.მისი დამახასიათებელი თვისება უბრალოება და პრაქტიკულობაა.

როდესაც ვგეგმავთ სახლის სკანდინავიურ სტილში მოწყობას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ 6 რამ: ხის იატაკი , მარტივი ავეჯი , გლუვი ზედაპირი , რაც შეიძლება მეტი ბუნებრივი განათება , მდუმარე ფერები და აქცენტები, ფუნქციური განლაგება .

სკანდინავიელებს ბუნებასთან კონტაქტი ძლიან უყვართ ამიტომ სკაანდინავიურ სტილს ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნება შემოაქვს,სწორედ ამიტომ იყენებენ დიზაინერები  ბუნებრივ ელემენტებს  ამ სტილის შესაქმნელად.