+(995) 597 61 58 58

info@greencolor.ge

გ.შატბერაშვილის 12

თბილისი, საქართველოო

როგორ შევარჩიოთ სწორად ფარდები თქვენი სახლისათვის

თქვენს სახლში ბუნებრივი სინათლე და მზე შემოდის? ეს რა თქმა უნდა ძალიან კარგია, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  გსურთ დაძინება  ან უბრალოდ სახლში  მყუდროდ განმარტოება ზედმეტი თვალის გარეშე.

ფარდის არჩევის დროს სიგრძე არის მთავარი გასათვალისწინებელი ფაქტორი,არსებობს ფარდის 5 სტანდარტული ზომა ესენია: 120, 210, 240, 270 და 300 სანტიმეტრი.

ფარდის სიგრძე განისაზღვრება საფარდე ჯოხიდან  ქსოვილის ბოლომდე, ასევე  არსებობს მოკლე ფარდები, რომლებსაც იარუსის ფარდებს უწოდებენ და ისინი მხოლოდ ფანჯრის ნაწილს ფარავენ. მათი სიგრძე, 60 ან 90 სანტიმეტრია სტანდარტულად.

ნაბიჯი 1. ფარდის შტორების შერჩევა

გარეგნობის დასაბალანსებლად შეარჩიეთ ფარდის შტორები, რომლებიც 15-30 სანტიმეტრზე  ფართოა ვიდრე ფანჯარა,ეს გარკვეულ ვიზუალურ ინტერესს მოგცემთ და ასევე მოგცემთ საშუალებას ფარდები განზე გადააადგილოთ  ფანჯრების სრულყოფილად გაღებისათვის.

 

ნაბიჯი 2. ფარდების სახეები სიგრძის მიხედვით

1.იარუსის ფარდები: მოკლე ფარდები, რომლებიც ფარავს მხოლოდ ფანჯრის ნაწილს;

2.წინსაფარი ფარდები: რომლებიც ფარდის ბოლოში ეკიდება;

 

3.იატაკის ფარდები: ფარდები, რომლებიც იატაკამდე ჩადის;

 

4.გუბე ფარდები: რომლებიც იატაკამდე ჩადის და ბოლოებში დარჩენილი ქსოვილის გუბე აქვთ;

 

ნაბიჯი 3. შეარჩიეთ ფარდის ქსოვილი

არსებობს ძალიან ბევრი ქსოვილი, რომლებიც შეგვიძლია ფარდად ვაქციოთ, სქელი ქსოვილი უფრო მეტ სინათეს დაიკავებს ხოლო თხელი კი ნაკლებს, ამიტომ სანამ ფარდების შესაძენად გაემგზავრებით  ჩამოყალიბდით რა დონეზე გინდათ, რომ ფარდის ქსოვილმა სინათლე დაგიკავოთ.

  1. თუ გსურთ ბევრი სინათლე,მაშინ შეიძინეთ თხელი მსუბუქი და გამჭვირვალე ფარდები;
  2. თუ გსურთ ზომიერი სინათლე მაშინ აირჩიეთ ბამბის ქსვოლი,რომლებიც გვთვაზობენ ტექსტურულ ნაქსოვს და გარკვეულ წილად ინახავს სინათლეს;
  3. თუ გსურთ, რომ სინათლე იყოს სრულიად დაბლოკილი, მაშინ დაგჭირდებათ სქელი ხავერდოვანი ქსოვილი, რომელიც ძალიან მძიმე და გაუმჭვირვალეა;

აუცილებლად გაითვალისწინეთ ზემოთ ჩამოთვლილი ნაბიჯები, რადგან საბოლოო ჯამში მიიღოთ ის შდეგი, რომელიც თქვენ ყველაზე ძალიან მოგეწონებათ.