+(995) 597 61 58 58

info@greencolor.ge

გ.შატბერაშვილის 12

თბილისი, საქართველოო

ინტერიერის დიზაინის ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპები

 

ინტერიერის დიზაინის შექმნის დროს,ჩვენი ამოცანაა ყველაფერი ვაქციოდ ერთ დიდ სივრცედ სადაც ყველაფერი ერწყმის ერთი მეორეს ისინი ერთიანად უნდა ქმნიდნენ ჰარმონიას სივრცეში.ზოგადად ფერები საუკეთესო საშუალებაა სივრცის გაერთიანებისათვის.თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ სამი ან ოთხი ფერი და გამოიყენოთ ისინი სახლის სხვადასხვა კუთხეში,აუცილებლად დაიცავით  ბალანსი,არსებობს წონასწორობის სამი სტილი: სიმეტრიული,ასიმეტრიული და რადიული.

სიმეტრიული წონასწორობა გვხვდება უფრო  ტრადიციულ ინტერიერში,იგი ხასიათდება ერთი და იგივე ობიექტის განმეორებით ორ სხვადასხვა მხარეზე.

ასიმეტრიული წონასწორობა კუ გამოიყენება   თანამედროვე ასიმეტრიული წონასწორობა უფრო შემთხვევითი  არაბუნებრივი მხიარული და თანამედროვეა, შესაბამისად მისი მიღწევა  რთულია.

რადიული სიმეტრია არის,როდესაც ყველა დიზაინერული ელემენტი ცენტრალური წერტილის ირგვლივ არის განლაგებული,ამის იდეალური მაგალითია სპირალური კიბე,მას იშვიათად იყენებენ მაგრამ თუ გამოიყენეს იგი აუცილებლად გარდამტეხ როლს ასრულებს და შეუძლია საინტერესო როლი ითამაშოს ინტერიერის დიზაინში.

 

ინტერიერის დიზაინის ყველაზე დიდი მტერი მოწყენილობაა,კარგად დაპროექტებულ ოთახს,მისი ზომიდან გამომდინარე ყოველთვის აქვს ერთი ან მეტი ფოკუსირების წერტილი,ეს წეტილი უნდა იყოს საინტერესო,რათა მიიპყროს ყურადღება და იყოს დომინანტური.ფოკუსურ წერტილმა ხანგრძლივი შთაბეჭდილება უნდა მოგვანიჭოს,მაგარმ ამასთანავე ის აუცილებლად უნდა იყოს დეკორაციის განუყოფელი ნაწილი,რომელიც დაკავშირებულია სტილის,ფერის,მასშტაბისა და თემის მეშვეობით.ფოკუსურ წერტილზე საუბრისას ადამიანების უმეტესობა ფიქრობენ,რომ ეს არის ბუხარი ან ბრტყელი ტელევიზორი,რომელიც ოთახის ცენტრში მდებარეობს.თუ თქვენ არ გაქვთ ბუნებრივი ფოკუსური წერტილი,შეგიძლიათ შექმნათ იგი და ხაზი გაუსვათ მას,განსაკუთრებული ფერისა თუ ფორმის ავეჯით ან უბრალოდ ერთ სფეროში დახატულ ნახატზე  გააკეთოთ აქცენტი,რომელზეც  კონტრასტული ფერები იქნება გამოხატული. 

ბოლოს კი კონტრასტტი მისიმიღება  საკმაოდ მარტივია ორი ელემენტის ერთმანეთთან დაპირისპირებით მაგ: შავი და თეთრი ბალიშები დივანზე ან წრეები და ოთხკუთხედები ერთად სწორედ ამ დიზაინის პრინციპის ნიშნებია.ხშირად კონტრასტი გამოიყენება სივრცის გამოსაცოცხლებლად და გასახალისებლად. 

კონტარსტზე მუშაობის დროს სიფრთხილე გმართებთ რადგან არ გააუქმოთ სხვა ნამუშევრები,რომლებიც სხვა მექანიზმის გამოყენებით მიიღეთ.